TGViewer
Abilov Ramin Geo Abilov Ramin Geo @abilovramingeo · 332 subscribers
Post #718 86
თქვა შეიხმა სულეიმან არ-რუჰაილიმ, დაე, ალლაჰმა დაიცვას იგი:

„რამხელაა ჩვენი საჭიროება ჩვენს დროში, როდესაც უმეცრები თავს მცოდნეებად ასაღებენ, „რუვაიბიდები“ ალაპარაკდნენ (უმნიშვნელო ადამიანები, რომლებიც თავს დიდებად წარმოაჩენენ), და გამრავლდნენ უცნობი სახეები, რომლებიც მუსლიმთა უმმის საქმეებზე — დიდსა თუ მცირეზე — მსჯელობენ!

რამხელა საჭიროება გვაქვს იმისა, რომ ცოდნა მხოლოდ მათგან ავიღოთ, ვინც ცნობილია თავისი სასარგებლო ცოდნით, რომელსაც ყურანის, სუნნისა და მართალი წინაპრების (სალაფების) გაგების ნათელი ანათებს, და ყველა დანარჩენს განვერიდოთ!

იმამმა იბნ სირინმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა: „ჭეშმარიტად, ეს ცოდნა რელიგიაა, ამიტომ დააკვირდით, ვისგან იღებთ თქვენს რელიგიას“ (გადმოცემულია მუსლიმის „საჰიჰის“ შესავალში (1/16) და ად-დარიმისთან (424)).

თუ ეს ითქვა მის დროს, მაშინ რაღა უნდა ითქვას ჩვენს დროზე?!

და მხოლოდ ალლაჰს ვთხოვთ დახმარებას!

გული უდიდესი ზღუდე და ციხესიმაგრეა, ხოლო მისკენ მიმავალი კარები ყური და თვალია. ამიტომ დაიცავი შენი ზღუდე, როგორც ერთგულმა მეომარმა, და მტკიცედ იყავი დარწმუნებული: რაც ყურს აღწევს, აუცილებლად მოახდენს გავლენას გულზე, თუნდაც გარკვეული დროის შემდეგ.

იყავი არჩევითი იმაში, რასაც უსმენ და რასაც კითხულობ, რათა წარმატებულთა შორის აღმოჩნდე“.

https://t.me/AbilovRaminGeo/718
More from @abilovramingeo
  1. Oct 18, 2026როგორ ვებრძოლოთ შეიტანის ჩურჩულს? https://t.me/abilovraminGeo
  2. Oct 17, 2026არ მიაქციო ყურადღებ აეჭვებს თაყვანისცემის შესრულების შემდეგ. https://t.me/abilovraminGeo
  3. Oct 7, 2026თქვა აბდულლაჰ იბნ მას‘უდმა, დაე, კმაყოფილი იყოს მისით ალლაჰი: „ჭეშმარიტად, მორწმუნე საკუთა…
  4. Oct 4, 2026როდის ითვლება ლოცვა თავის დროზე შესრულებულად? თუ ლოცვა შესრულებულია მისი დროის დაწყებიდან…
  5. Oct 1, 2026ნუ გჯერა ცრურწმენის! https://t.me/AbilovRaminGeo
  6. Sep 30, 2026ასეთი ხუმრობა დიდი ცოდვაა! https://t.me/AbilovRaminGeo
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →