TGViewer
Abilov Ramin Geo Abilov Ramin Geo @abilovramingeo · 332 subscribers
Post #724 105
როდის ითვლება ლოცვა თავის დროზე შესრულებულად?

თუ ლოცვა შესრულებულია მისი დროის დაწყებიდან დასრულებამდე, მაშინ ითვლება, რომ იგი თავის დროზეა შესრულებული. როდესაც ანგელოზი ჯიბრილი (მშვიდობა მას) შუამავალთან ﷺ იმყოფებოდა და მას ლოცვების დროებს ასწავლიდა, ერთ დღეს მათ ხუთივე ლოცვა მათი დროის დასაწყისში შეასრულეს, ხოლო მეორე დღეს — მათი დროის ბოლოს. შემდეგ ჯიბრილმა (მშვიდობა მას) თქვა: «ო, მუჰამმად, ლოცვა ამ ორ დროს შორის შეასრულე!» [22]

ასევე, თუ ადამიანმა ლოცვის დროის დასრულებამდე ერთი სრული რაქათი მოასწრო, ითვლება, რომ მან ლოცვა თავის დროზე შეასრულა. ალლაჰის შუამავალი ﷺ ამბობდა: «ვინც ლოცვის ერთ რაქათს მოასწრებს, მან თავად ლოცვა მოასწრო» (ალ-ბუხარი 580, მუსლიმი 607).

თუმცა ზოგიერთი სწავლული ამბობდა, რომ თუ ადამიანმა ლოცვის დროის გასვლამდე მისი რომელიმე ნაწილი მოასწრო, მაგალითად, მოასწრო თაქბირათ ალ-იჰრამის — ლოცვაში შემყვანი თაქბირის — წარმოთქმა (ალლაჰუ აქბარ - დიდება ალლაჰს) ან მიწაზე თავის დადება (სუჯუდი), მაშინ მისი ლოცვაც თავის დროზე შესრულებულად ითვლება.

ამასთან დაკავშირებით ისინი ეყრდნობოდნენ ‘აიშას, ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი, გადმოცემულ შემდეგ ჰადისს, რომ ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა: «ვინც ასრის ლოცვის ერთ სუჯუდს მოასწრებს მზის ჩასვლამდე და ვინც ფაჯრის ლოცვის სუჯუდს მოასწრებს მზის ამოსვლამდე, მან ლოცვა მოასწრო» (მუსლიმი 609).

თუმცა პირველი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, ვინც ლოცვის დროის გასვლამდე ერთი სრული რაქათი მოასწრო, მან ლოცვა მოასწრო, უფრო სწორია. ამის მტკიცებულებაა ის, რომ იმ ჰადისებში, რომლებშიც ნახსენებია მიწაზე თავის დადება (სუჯუდი), იგულისხმება ერთი სრული რაქათი, რადგან შუამავალი ﷺ და მისი თანამოღვაწეები სრულ რაქათს სუჯუდს უწოდებდნენ.

მაგალითად, იბნ ‘უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ამბობდა: «ალლაჰის შუამავლისგან ﷺ ვისწავლე ორი სუჯუდი შუადღის ლოცვამდე (ზუჰრი) და ორი სუჯუდი მის შემდეგ» (ალ-ბუხარი 1173). ამ შემთხვევაში საუბარია ორ სრულ რაქათზე და არა მიწაზე თავის დადებაზე [23].
_
[
22] აჰმადი 1/333, აბუ დაუდი 393, ათ-თირმიზი 149. ჰადისის სანდოობა დაადასტურეს იმამმა ათ-თირმიზიმ, იბნ ალ-ჯარუდმა, იბნ ალ-‘არაბიმ, იბნ ‘აბდულბარმა და ალ-ალბანიმ.
[23] იხ. «ალ-ინსაფი» 1/439, «ჰაშია ად-დუსუკი» 1/182.

https://t.me/AbilovRaminGeo/724
  • ❤ 3
More from @abilovramingeo
  1. Oct 18, 2026როგორ ვებრძოლოთ შეიტანის ჩურჩულს? https://t.me/abilovraminGeo
  2. Oct 17, 2026არ მიაქციო ყურადღებ აეჭვებს თაყვანისცემის შესრულების შემდეგ. https://t.me/abilovraminGeo
  3. Oct 7, 2026თქვა აბდულლაჰ იბნ მას‘უდმა, დაე, კმაყოფილი იყოს მისით ალლაჰი: „ჭეშმარიტად, მორწმუნე საკუთა…
  4. Oct 1, 2026ნუ გჯერა ცრურწმენის! https://t.me/AbilovRaminGeo
  5. Sep 30, 2026ასეთი ხუმრობა დიდი ცოდვაა! https://t.me/AbilovRaminGeo
  6. Sep 30, 2026რატომ დაარქვეს აბუ ბაქრი ას-სიდდიიყ (სიმართლისმთქმნელი) https://t.me/AbilovRaminGeo
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →