TGViewer
Abilov Ramin Geo Abilov Ramin Geo @abilovramingeo · 331 subscribers
Post #710 147
ფიცი არა ალლაჰით შეიძლება?

შეიხ იბნ ბაზს ჰკითხეს: რა მდგომარეობაა იმ ადამიანის, რომელიც წინასწარმეტყველის სახელით იფიცება?

პასუხი: დაუშვებელია ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს სახელით დაფიცება, ვინც არ უნდა იყოს იგი — არც წინასწარმეტყველის სახელით და არც სხვა ვინმეს სახელით. წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა: „ვინც ფიცს დებს, დაე, ალლაჰით დაიფიცოს ან გაჩუმდეს“. მან ასევე თქვა: „ნუ დაიფიცებთ თქვენი მამების, დედების და თანასწორად მიჩნეული ღვთაებების სახელით. ალლაჰით მხოლოდ მაშინ დაიფიცეთ, როცა სიმართლეს ამბობთ“. წინასწარმეტყველმა ﷺ ასევე თქვა: „ვინც ალლაჰის გარდა სხვა რამეს დაიფიცებს, მან შირქი ჩაიდინა“. ეს იმამ აჰმადმა სანდო ისნადით გადმოსცა "უმარისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი). აბუ დაუდმა და ათ-თირმიზიმაც სანდო ისნადით გადმოსცეს იბნ "უმარისგან (ალლაჰი იყოს ორივეთი კმაყოფილი), რომ წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა: „ვინც ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს სახელით დაიფიცებს, მან ურწმუნოება ან შირქი ჩაიდინა“. მან ﷺ ასევე თქვა: „ვინც ამანათის სახელით დაიფიცებს, ჩვენიანი არ არის“.

ამის არსი ის არის, რომ აუცილებელია მხოლოდ ალლაჰის სახელით დაფიცება. დაუშვებელია წინასწარმეტყველის სახელით დაფიცება, ისევე როგორც წინასწარმეტყველის გარდა სხვა ვინმეს სახელით, ასევე ამანათის, ქააბას ან სხვა რამის სახელით დაფიცება. ფიცი მხოლოდ ალლაჰის სახელით უნდა დაიდოს. წინასწარმეტყველმა ﷺ თქვა: „ვინც ფიცს დებს, დაე, ალლაჰით დაიფიცოს ან გაჩუმდეს“. დაუშვებელია ალლაჰის გარდა სხვა ვინმეს სახელით დაფიცება, ვინც არ უნდა იყოს იგი. ალლაჰს ვთხოვთ კეთილდღეობასა და დაცვას.

კითხვა, დაისვა მეჩეთში ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ.

1418 წლის 26/12-ს. („შეიხ იბნ ბაზის ფატვებისა და სტატიების კრებული“ 23/104).

50 - მოხსენებულია, რომ შუამავალმა ﷺ თქვა:

مَنْ كَانَ حَالِفًا فَلَا يَحْلِفْ إِلَّا بِاللهِ

„თუ რომელიმე თქვენგანი დაიფიცებს, დაე დაიფიცოს მხოლოდ ალლაჰით“.

📚 იხილეთ საჰიჰ ალ-ჯამი' ას-საღირ 6481.

https://t.me/AbilovRaminGeo/710
  • ❤ 1
  • 👍 1
More from @abilovramingeo
  1. Oct 18, 2026როგორ ვებრძოლოთ შეიტანის ჩურჩულს? https://t.me/abilovraminGeo
  2. Oct 17, 2026არ მიაქციო ყურადღებ აეჭვებს თაყვანისცემის შესრულების შემდეგ. https://t.me/abilovraminGeo
  3. Oct 7, 2026თქვა აბდულლაჰ იბნ მას‘უდმა, დაე, კმაყოფილი იყოს მისით ალლაჰი: „ჭეშმარიტად, მორწმუნე საკუთა…
  4. Oct 4, 2026როდის ითვლება ლოცვა თავის დროზე შესრულებულად? თუ ლოცვა შესრულებულია მისი დროის დაწყებიდან…
  5. Oct 1, 2026ნუ გჯერა ცრურწმენის! https://t.me/AbilovRaminGeo
  6. Sep 30, 2026ასეთი ხუმრობა დიდი ცოდვაა! https://t.me/AbilovRaminGeo
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →