ხვალ 18.00-ზე მე თავისუფლებაზე მივდივარ. თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ. რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, ეს ყველას პრობლემაა და ყველა უნდა გავიდეთ
ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებმა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაძრა საკითხი, მსგავსი რეფერენდუმის ჩვენთან ჩატარების თაობაზე. საქმე იმაშია, რომ როგორც ევროკავშირზე, ისე ნატოზე მსგავსი რეფერენდუმი ისლანდიის პრეცენდენტის გარეშეც ჩასატარებელია. რატომ? ნატოს შესახებ 2008 წლის რეფერენდუმის შედეგები რელევანტური აღარ არის. ის სხვა სიტუაციაცში, სხვა გარემოებებში შედგა და დღევანდელობაში ვერც ერთი მთავრობისთვის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი ვერ იქნება საგარეო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. მას უბრალოდ და ბანალურად ვადა ამოეწურა. 18 წელი გავიდა და შედეგი ნოლია. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, ამაზე საერთოდ არანაირი რეფერენდუმი არ გვქონია, ისე ჩაწერა ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ნორმად. ახალ რეალობაში, ახალ უსაფრთხოების რისკებში რეფერენდუმი ორივე თემაზე საჭიროა.
მემგონი იმის ახსნა არ არის საჭირო რომ დავიღალე ამდენი თანამდებობებით და პოლიტიკით, ჩემს ეზოში ვენახს უნდა მოვუარო თემასთან არ გვაქვს ახლა საქმე. როგორც ჩანს მდინარაძისთვის ისეთი სიტუაცია შეიქმნა რომ პოტენციურად ღარიბაშვილის მომავალი მაღალი ალბათობის ხდებოდა უკვე და მას კვირიკაშვილის მომავალი არჩია.
მე პირადად ახლა ის კითხვა მაქვს, ოცნებას სპიკერები ვინ დარჩა ვისაც კონტროლირებადი გარემოს გარეშე ჟურნალისტებთან შეუთანხმებელი საუბარი შეუძლია? კობახიძე, ვოლსკი ... და? ...
გერგეტის სამებაში ამოვედით დღეს. მეორე ფოტოზე გარედან, ხოლო მესამეზე შიგნიდან ჩანს ამოშენებული კარი, რომლითაც ტაძარში მეფეები და პატრიარქები შედიოდნენ. მამა ილარიონი გვიყვებოდა, რომ ცხონებული პატრიარქი ილია მეორის დანაბარებით, როდესაც საქართველოს მეფე ეყოლება, ეს კარი უნდა გაიხსნას.
„ფერისცვალების ნათელი არ არის ღვთის არსი (ousia), რადგან ღვთის არსი მიუწვდომელია, არამედ არის მისი უქმნელი ენერგია, რომლითაც ღმერთი აცხადებს თავის თავს და ადამიანს ხდის მისი საღვთო ბუნების თანაზიარს საეკლესიო საიდუმლოებებში.“
ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ყველა ვინც მეტნაკლებად დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით, დღევანდელ დაანონსებულ ვრცელ წერილს ელოდა. რეალური ინტრიგა იმაში იყო, დაიწყებდა თუ არა ღარიბაშვილი დეტალების ჩაშლას და თავის ყოფილ თანაგუნდელებზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე ხელის დადებას. ეს არ მოხდა. შინაარსობრივი შემცველობით, დღევანდელი წერილი გუშინდელზე მწირია. ერთი დღის წინ ღარიბაშვილი მისთვის შეთავაზებული გარიგების დეტალებს ასაჯაროვებდა. დღეს მხოლოდ ის დაამატა, რომ წინადადების მიმტანი მდინარაძე იყო.
რა დასკვნები კეთდება ამ ყველაფრიდან?
ან ღარიბაშვილი ახლა ვაჭრობოს რეჟიმშია და ამის გამოა ასეთი დავარცხნილი აქცენტები მეორე ტექსტში, ან მასთან იმგვარი საუბარი შედგა გუშინდელის შემდეგ, რომ ყოფილი პრემიერისთვის რისკებმა შესაძლო ბენეფიტებს დრამატულად გადააჭარბა.
რა გზით გაირკვევა ამ ორიდან რომელი იყო? 1) თუ თემა მოკვდება და მედია კუთხით ამ ეპიზოდზე მეტს ვერაფერს გავიგებთ, ესეიგი მეორე ვარიანტია. 2) თუ რაღაც მოკლე დროის შემდეგ ღარიბაშვილისგან წამოვა იმ ტიპის განცხადებები რაც დღეს იყო დაანონსებული, ესეიგი პირველი ვარიანტი ანუ ვაჭრობა იყო და ვერ შეთანხმდნენ. 3) თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ღარიბაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ესეიგი პირველი ვარიანტი ანუ ვაჭრობა იყო და წარმატებით დასრულდა.
How can I read @crossroadwar without a Telegram account?
TGViewer shows the public web preview Telegram publishes for Zurab Makharadze: recent posts, photos, videos and the subscriber count, with no app, login or account.
How many subscribers does Zurab Makharadze have?
Zurab Makharadze (@crossroadwar) has 4.45K subscribers on Telegram, refreshed roughly every 30 minutes.
Does Zurab Makharadze know I viewed it here?
No. Public channel previews carry no viewer identity, and TGViewer has no accounts or tracking of what you look up.