ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადების შემდეგ, ყველა ვინც მეტნაკლებად დაინტერესებულია ქართული პოლიტიკით, დღევანდელ დაანონსებულ ვრცელ წერილს ელოდა. რეალური ინტრიგა იმაში იყო, დაიწყებდა თუ არა ღარიბაშვილი დეტალების ჩაშლას და თავის ყოფილ თანაგუნდელებზე და განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილზე ხელის დადებას. ეს არ მოხდა. შინაარსობრივი შემცველობით, დღევანდელი წერილი გუშინდელზე მწირია. ერთი დღის წინ ღარიბაშვილი მისთვის შეთავაზებული გარიგების დეტალებს ასაჯაროვებდა. დღეს მხოლოდ ის დაამატა, რომ წინადადების მიმტანი მდინარაძე იყო.
რა დასკვნები კეთდება ამ ყველაფრიდან?
ან ღარიბაშვილი ახლა ვაჭრობოს რეჟიმშია და ამის გამოა ასეთი დავარცხნილი აქცენტები მეორე ტექსტში, ან მასთან იმგვარი საუბარი შედგა გუშინდელის შემდეგ, რომ ყოფილი პრემიერისთვის რისკებმა შესაძლო ბენეფიტებს დრამატულად გადააჭარბა.
რა გზით გაირკვევა ამ ორიდან რომელი იყო?
1) თუ თემა მოკვდება და მედია კუთხით ამ ეპიზოდზე მეტს ვერაფერს გავიგებთ, ესეიგი მეორე ვარიანტია.
2) თუ რაღაც მოკლე დროის შემდეგ ღარიბაშვილისგან წამოვა იმ ტიპის განცხადებები რაც დღეს იყო დაანონსებული, ესეიგი პირველი ვარიანტი ანუ ვაჭრობა იყო და ვერ შეთანხმდნენ.
3) თუ რაღაც პერიოდის შემდეგ ღარიბაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ესეიგი პირველი ვარიანტი ანუ ვაჭრობა იყო და წარმატებით დასრულდა.
Post #5645
2.28K
- 👍 45
- 👏 4
- ❤ 3
- 😁 2