Post #5657
3.09K

ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებმა, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაძრა საკითხი, მსგავსი რეფერენდუმის ჩვენთან ჩატარების თაობაზე. საქმე იმაშია, რომ როგორც ევროკავშირზე, ისე ნატოზე მსგავსი რეფერენდუმი ისლანდიის პრეცენდენტის გარეშეც ჩასატარებელია. რატომ? ნატოს შესახებ 2008 წლის რეფერენდუმის შედეგები რელევანტური აღარ არის. ის სხვა სიტუაციაცში, სხვა გარემოებებში შედგა და დღევანდელობაში ვერც ერთი მთავრობისთვის ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი ვერ იქნება საგარეო პოლიტიკის განხორციელების კუთხით. მას უბრალოდ და ბანალურად ვადა ამოეწურა. 18 წელი გავიდა და შედეგი ნოლია. რაც შეეხება ევროკავშირის წევრობას, ამაზე საერთოდ არანაირი რეფერენდუმი არ გვქონია, ისე ჩაწერა ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუციურ ნორმად. ახალ რეალობაში, ახალ უსაფრთხოების რისკებში რეფერენდუმი ორივე თემაზე საჭიროა.
- 👍 95