ალ-ბაიჰაქიმ გადმოსცა, რომ არ-რაბი’ ბინ სულეიმანი ამბობდა: «აშ-შაფიიმ თქვა: „ვინც ალლაჰით ან მისი რომელიმე სახელით დაიფიცა და შემდეგ თავისი ფიცი დაარღვია, ვალდებულია გამოისყიდოს იგი¹³⁶. ხოლო ვინც ალლაჰის გარდა სხვათი დაიფიცა, მაგალითად, თქვა: „ვფიცავ ქააბას!“ ან „ვფიცავ მამაჩემს!“ და ა.შ., შემდეგ კი თავისი ფიცი დაარღვია, არ არის ვალდებული მისი გამოსყიდვა შეასრულოს. ამას მიეკუთვნება აგრეთვე ისეთი გამონათქვამი, როგორიცაა: „ვფიცავ ჩემს სიცოცხლეს!“ და მსგავსი, რომლის გამოც გამოსყიდვა არ არის საჭირო. ალლაჰის გარდა სხვათი დაფიცება მიეკუთვნება საძრახისს, იმას, რაც ალლაჰის მოციქულმა, ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას, აკრძალა, როდესაც თქვა: „ჭეშმარიტად, დიდებულმა და ყოვლისშემძლე ალლაჰმა აგიკრძალათ თქვენი მამებით დაფიცება. ხოლო თუ ვინმე ფიცს დებს, დაე, ალლაჰით დაიფიცოს ან გაჩუმდეს“¹³⁷»¹³⁸
იმამ აშ-შაფიიმ ეს იმით განმარტა, რომ ალლაჰის სახელები შექმნილნი არ არიან. ამიტომ, ვინც ალლაჰის სახელით დაიფიცა და თავისი ფიცი დაარღვია, ვალდებულია გამოსყიდვა შეასრულოს¹³⁹.
__
¹³⁶ შენიშვნა: ფიცის გამოსყიდვის შესახებ (ქაფფარა ალ-იამინ) იხ. სურა „სუფრა“, აიათი 89.
¹³⁷ „ას-საჰიჰ“ ალ-ბუხარი („ქითაბ ალ-იმან ვა ან-ნუზურ“, 11/530); „ას-საჰიჰ“ მუსლიმი („ქითაბ ალ-იმან“, 3/1266).
¹³⁸ „მანაყიბ აშ-შაფიი“, 1/405.
¹³⁹ ამის შესახებ გადმოსცეს იბნ აბი ჰათიმმა „ადაბ აშ-შაფიიში“ (გვ. 193), აბუ ნუაიმმა „ალ-ჰილიაში“ (9/112, 113), ალ-ბაიჰაქიმ „ას-სუნან ალ-ქუბრაში“ (10/28) და „ალ-ასმა ვა ას-სიფათში“ (გვ. 255-256). გარდა ამისა, ეს მოხსენიებული აქვს ალ-ბაღავის „შარჰ ას-სუნნაში“ (1/188). იხ. აგრეთვე აზ-ზაჰაბის „ალ-ულუვვ“ (გვ. 121).
https://t.me/AbilovRaminGeo
Post #717
89
- ❤ 1