TGViewer
Rustavi 2 Rustavi 2 @rustavi2_news · 2.66K subscribers
Post #10151 59
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ზურაბ ბელთაძე თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით გარდაცვლილის დედას ნინო გვიშიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი. შეხვედრაზე ნინო გვიშიანს მიეწოდა ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის დეტალების, გამოძიების მიმდინარეობის და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შესახებ.

თემურ ხადურის გარდაცვალების სისხლის სამართლის საქმეს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეისწავლის, რომლის ფარგლებშიც საბჭოს მჭიდრო კომუნიკაცია ექნება ნინო გვიშიანთან. ასევე, საქმის შესწავლის შედეგების და შემდგომი ღონისძიებების შესახებ დეტალურად ეცნობება საზოგადოებას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
More from @rustavi2_news
  1. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზ…
  2. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DC…
  3. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და მის მიერვე დაფ…
  4. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: "არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და არავითარი ახსნა ამას არ მოჰყოლია, უბ…
  5. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: "ყველაფრის მთავარი გარანტი არის ქართველი ხალხი და სწორედ ქართველ ხალხს მი…
  6. Oct 3, 2026ირაკლი კობახიძე: "2020 წლის შემდეგ შვიდჯერ არის გაზრდილი ტვირთბრუნვა შუა დერეფანში, რასაც…
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →