ირაკლი კობახიძე: ევროპულმა ბიუროკრატიამ გვითხრა უარი კანდიდატის სტატუსზე და მის მიერვე დაფინანსებული "ენჯეოები" ჩაუდგნენ სათავეში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს. მაშინ პარტიები არც კი ავიდნენ სცენაზე, წინა ამერიკული ადმინისტრაციიდან და ევროპული ბიუროკრატიიდან დაფინანსებულმა "ენჯეოებმა" მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, მათი უშუალო მონაწილეობით მთავრობის შექმნა და ვეტოს უფლება მინისტრობის კანდიდატებზე. ანუ, "ენჯეოებს" უნდა ჩამოეყალიბებინათ მთავრობა იმის გამო, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #10236
39
