„ცოდვის უნანელ ყოველ ადამიანში ცხოვრობს ეშმაკი, როგორც საკუთარ სახლში და ყოველივეს განაგებს მასში. როცა საღმრთო მადლის მოქმედებით ასეთი ცოდვილი მოდის შემუსვრილებაში ცოდვათა გამო, შეინანებს და შეწყვეტს შეცოდებას, ბოროტი იდევნება მისგან. თავდპირველად ის არ აწუხებს მონანულს, რადგან პირველ ხანებში მასში უხვად არის მოშურნეობა, რომელიც ცეცხლივით წვავს ეშმაკებს და ისარივით განასხამს მათ. მაგრამ მერე, როცა მოშურნეობა იწყებს გაცივებას, ეშმაკიც მოადგება შორიახლოს თავისი შეთავაზებებით, ჩაუგდებს მოგონებებს უწინდელ სიამოვნებებზე და უხმობს მათკენ. უნდა, იფრთხილოს მონანულმა – თანაგრძნობიდან მალევე გადადის სურვილზე; თუ აქაც არ გამოფხიზლდება და არ დაიბრუნებს უწინდელ სიფხიზლეს, დაცემა არ არის შორს. სურვილიდან იბადება ცოდვისაკენ მიდრეკა და მზაობა: შინაგანი ცოდვა მზადაა, გარეგნულს კი მხოლოდ გარემოება ესაჭიროება; როგორც კი გამოჩნდება იგი, ცოდვა უმალვე აღესრულება. ცოდვასთან ერთად ეშმაკი კვლავ შედის ადამიანში და იწყებს უწინდელზე მეტად დევნას ცოდვიდან ცოდვამდე. ეს გამოხატა უფალმა იგავით ეშმკის დაგვილ და გაწმენდის სახლში დაბრუნებაზე.“
წმ. თეოფანე დაყუდებული.
Post #565
309