TGViewer
Channel Public Channel
დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი

დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი

@dekandriakemu

Subscribers
210
Photos
31
Videos
53
Links
122
Recent Posts 20 shown
Post #567 163
„თუ გსურს იყო ყოველგვარ ცოდვაზე მაღლა, ნუ ეცდები გაიგო სხვათა ცოდვების შესახებ. შენში მრავლადაა ის, რაც გეეჭვება სხვაში.“

ღირსი ნილოს სინელი
Post #566 333
ადამიანის გარდაცვალება ყოველთვის მტკივნეულია. მაგრამ ტკივილის გარდა, ადამიანის წასვლა წარმოაჩენს თითოეული ჩვენგანის სულიერ და ზნეობრივ მდგომარეობას, მსოფლმხედველობრივ ორიენტირებს.
მტკივნეულია ფიქრიც კი ახლაგაზრდა ქალბატონზე, რომლის ირგვლივ დუღს ამ ბოლო საათებში ქართული ინტერნეტსივრცე. რჩება მოუშუშებელი ტკივილი მშობლების, ახლობლების, უბრალოდ თანაგრძნობის მქონე ადამიანების გულში და დიდი უზნეობაა ეს ფაქტი შენი ამქვეყნიური ინტერესებისთვის, მერკანტილიზმისთვის გამოიყენო. თუმცა, ასეთი ადამიანები ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე.
მოხდა ისე, რომ ეკლესიამ უარი უთხრა ოჯახს მიცვალებულის ტაძრიდან გასვენებაზე. რა იყო ამის მიზეზი, ამას ოფიციალური განცხადებიდან შევიტყობთ. თუმცა, პატარაა საქართველო და ყველამ ყველაფერი ისედაც იცის. ფაქტია, რომ ამის მიზეზი არსებობს, თან წონადი მიზეზი. ტრადიციულად, ყველანი ვცდილობთ საჭიროების გარეშე არ ვახსენოთ მიცვალებულთა ცხოვრების ის ეპიზოდები, რომლითაც შეიძლება ჩრდილი მიადგეს მათ ხსოვნას. არის მრავალი ქმედება, რომელიც საერო ცნობიერებაში არ აღიქმება დანაშაულად, მაგრამ ქრისტეანული სწავლების გადასახედიდან უმძიმესი ცოდვაა. საერო ცნობიერება მისაღებად მიიჩნევს ასეთ ქმედებას ადამიანისა, მაგრამ ეკლესია იძულებულია განაცხადოს, რომ ამ გზით უფალთან ვერავინ მივა და ამ პოზიციას აფიქსირებს შეზღუდვით მიცვალებულთან დაკავშირებული ზოგიერთი მსახურებისა.
ამჯერადაც გაიჟღერა ისეთმა ინფორმაციამ (გაიჟღება ისევ ახლობელთა წრიდან), რაც ვერ მისცემდა ეკლესიას მორალურ უფლებას ტაძრიდან გაესვენებინა მიცვალებული და ამით საჯაროდ განეცხადებინა, თითქოს ამ გზით შესაძლებელია ცხოვნება. სამწუხაროდ, არაერთი საერო თუ სასულიერო პირისაგან საჯაროდ იქნა გაჟღერებული ეს მიზეზი, ‒ ვფიქრობ ნაჩქარევად, თუმცა ამასაც აქვს თავისი მიზეზი. არაერთისაგან მოვისმინე, რომ არაეთიკურია მიცვალებულზე ასეთი ინფორმაციის გასაჯაროება, რასაც გარკვეულწილად ვეთანხმები. არანაკლები უზნეობაა გამოიყენო ეს საბაბად იმისა, რომ ლანძღო და აგინო ეკლესიას, მღვდელმთავარს. არაეთიკურია ბრალი დასდო მიტროპოლიტს იმაში, რომ ის ლობირებს სხვა ქვეყნის ინტერესებს და ამტკიცო ეს ყოველგვარი ფაქტის გარეშე. ორმაგი სტანდარტი წარმოაჩენს ადამიანის მიკერძოებულ პოზიციას, იმას, რომ მას სულაც არ ადარდებს მიცვალებულის ხვედრი, მისი ჭირისუფლის ტკივილი, არამედ პირადი ინტერესისა და მისთვის საძულველი ეკლესიის დაკნინებისთვის ცდილობს გამოიყენოს ნებისმიერი ფაქტი. სახარება გვასწავლის: თუ რაღაც გვწყინს ადამიანისგან, ჯერ პირადად უნდა მივიდეთ, გამოვთქვათ ჩვენი საჩივარი, მოვისმინოთ პასუხი. ამჯერად ასე არ მომხდარა. სამაგიეროდ, ასობით ადამიანი დაუღალავად და გაცოფებით ლანძღავს მეუფე გერასიმეს, სამღვდელოებას. პასუხი თითოეულ იმ აბსურდულ ბრალდებაზე, რაც გამოითქვა ეკლესიის მოძულეთა მხრიდან, უშედეგოდ მიმაჩნია, რადგან მათ არც აინტერესებთ სინამდვილეში გარკვევა. თუმცა, ერთი მაინც უნდა ვახსენო: რა ლოგიკაა იმაში, რომ დაადანაშაულო მეუფე გერასიმე რუსული ინტერესების თითქოსდა ლობირების გამო უკრაინაში მებრძოლის შვილის მიუღებლობაში, როცა იცი, რომ არაერთი იქ დაღუპული მებრძოლი გაუსვენებიათ ტაძრებიდან, არც მათთვის წესის აგება აუკრძალავს ვინმეს, ან ვის სმენია, რომ მეუფეს რამე მიუღებელი ეთქვას ასეთ ადამიანებზე? თუ განათლების მიღება ან მუშაობის პრაქტიკა უცხო ქვეყანაში აპრიორი ნიშნავს იმ ქვეყნის ინტესების დამცველობას, მაშინ თერგდალეულებით დაწყებული ყველა, ვინც რუსეთში ყოფილა, უსწავლია ან უმუშავია, ანგაჟირებულთა ტერმინით რომ ვთქვათ, „რუსეთუმე“ ყოფილა. სხვათა შორის, თუ აბორტის ჩადენა არ უნდა გახდეს სტიგმა ქალისთვის (მიუხედავად იმისა, რომ უმძიმესი ცოდვაა), რუსული ინტერესების დამცველის სახელით სტიგამტიზირება ეკლესიისა, სასულიერო პირთა, როცა რეალური ფაქტი არ გაქვს, რატომ შეიძლება იყოს მისაღები?!
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ ეკლესია ბრწყინდება დევნაში. ასეთ დროს გამოჩნდებიან ხოლმე ეკლესიურ ცნობიერებას აცდენილი საერო თუ სასულიერონი; ასეთ დროს ძლიერდება ეკელესიური ერთობა, იწმინდება რა „ძმათა მტყუვართაგან“. მაგრამ, შეუძლებელია არ გადარდებდეს დაბნეულთა ხვედრი. ჩვენ ხომ უკლებლივ ყველას გველის საშინელი სამსჯავრო, სადაც განვისჯებით არა ჩვენივე საზომებით, არამედ მაცხოვრისა და მის მოციქულთა სწავლებით.
სხვა საკითხია, რატომ არის ამდენი აგრესია და სიძულვილი ეკლესიისადმი, რა ძალა მოქმედებს საზოგადოებაში, რაში შეიძლება ვცდებოდეთ და რა გვაქვს გასაკეთებელი სასულიერო პირებს, რათა მეტი ადამიანი გადარჩეს. მაგრამ, ეს უკვე სხვა, ვრცელი საუბრის თემაა.
Post #565 309

Forwarded from დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი (Dek. Andria Kemularia)

„ცოდვის უნანელ ყოველ ადამიანში ცხოვრობს ეშმაკი, როგორც საკუთარ სახლში და ყოველივეს განაგებს მასში. როცა საღმრთო მადლის მოქმედებით ასეთი ცოდვილი მოდის შემუსვრილებაში ცოდვათა გამო, შეინანებს და შეწყვეტს შეცოდებას, ბოროტი იდევნება მისგან. თავდპირველად ის არ აწუხებს მონანულს, რადგან პირველ ხანებში მასში უხვად არის მოშურნეობა, რომელიც ცეცხლივით წვავს ეშმაკებს და ისარივით განასხამს მათ. მაგრამ მერე, როცა მოშურნეობა იწყებს გაცივებას, ეშმაკიც მოადგება შორიახლოს თავისი შეთავაზებებით, ჩაუგდებს მოგონებებს უწინდელ სიამოვნებებზე და უხმობს მათკენ. უნდა, იფრთხილოს მონანულმა – თანაგრძნობიდან მალევე გადადის სურვილზე; თუ აქაც არ გამოფხიზლდება და არ დაიბრუნებს უწინდელ სიფხიზლეს, დაცემა არ არის შორს. სურვილიდან იბადება ცოდვისაკენ მიდრეკა და მზაობა: შინაგანი ცოდვა მზადაა, გარეგნულს კი მხოლოდ გარემოება ესაჭიროება; როგორც კი გამოჩნდება იგი, ცოდვა უმალვე აღესრულება. ცოდვასთან ერთად ეშმაკი კვლავ შედის ადამიანში და იწყებს უწინდელზე მეტად დევნას ცოდვიდან ცოდვამდე. ეს გამოხატა უფალმა იგავით ეშმკის დაგვილ და გაწმენდის სახლში დაბრუნებაზე.“

წმ. თეოფანე დაყუდებული.
Post #564 216
„ამჟამინდელი ადამიანი გამიწიერებულია, მისთვის უცხოა ნამდვილი სასოწარკვეთა და იმედი, მისი ყოველი გრძნობა მიჯაჭვულია მატერიალურს. უარყოფისა და ნიჰილიზმის ეპოქამ ამოწურა თავი. „ახალი ადამიანი“ უკვე არ უარყოფს ქრისტეანულ ჭეშმარიტებას – ის მისთვის უბრალოდ სულერთია. მთელი მისი ყურადღება მიმართულია ამა სოფლისკენ.“

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი)
Post #563 224
„როგორც ოდესღაც ჰურიებმა ვერ იცნეს ქრისტე მათივე ძველაღთქმისეული წინასწარმეტყველებებიდან, ასევე ქრისტეანებიც ვერ გაარჩევენ ჟამთა ნიშნებს.“

მღ.-მონ. სერაფიმე (როუზი)
Post #562 253
„ვინც სერიოზულად კითხულობს წმიდა მამებს და ცდილობს, ძალისაებრ თვისისა მიჰყვეს მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებას, ჩვენს დროში იქცევა გარიყულად; მან უნდა ისწრაფოს შეგნებულად მიჰყვეს ცხვორებას, რომელიც განსხვავდება იმისაგან, რაც ასახულია თითქმის ყველა თანამედროვე „მართლმადიდებლურ“ წიგნებსა და პერიოდულ გამოცემებში.“

მღ.-მონ. სერაფიმე (როუზი)
Post #561 253
„ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთის მსახურებით ცხორებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ, იდევნნენ. ხოლო უკეთურნი კაცნი და გრძნეულნი წარემატებოდიან უძჳრესისა მიმართ, აცთუნებდენ და სცთებოდიან. ხოლო შენ დაადგერ მას ზედა, რომელიცა გისწავიეს და გრწმენა, უწყი, ვისგან გისწავიეს.“

(2ტიმ. 3:12-14)
Post #560 264
„ადამიანების წარმოდგენა ჩვენზე ‒ აი სარკე, რომლის წინაშე პოზირებენ თითქმის ყველანი. ადამიანი წარმოაჩენს თავს ისეთად, როგორიც უნდა, რომ დაინახონ. ნამდვილს კი, ‒ ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში, არავინ იცნობს, თვით საკუთარი თავის ჩათვლით. ცხოვრობს და მოქმედებს ერთგვარი გამოგონილი და შელამაზებული ფიგურა. ეს სწრაფვა სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი, საკუთარი ბუნების დამახინჯებით, წირავს მას საკუთარ თავსაც ‒ ერთადერთსა და განუმეორებელს, როგორიც არის ყოველი ადამიანის პიროვნება.“

მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი
Post #559 266
აბბა სისომ ბრძანა: „მერწმუნე, აი უკვე ოცდაათი წელია, რაც ვევედრები ღმერთს ასე: "უფალო იესუ! დამიცავი ჩემი ენისაგან." მაგრამ დღემდე ვეცემი ყოველდღიურად და ვცოდავ ენით.“
Post #558 277
„ესრეთ იტყჳს უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოებაჲ აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ჴორცი მკლავისა თჳსისაჲ, და უფლისაგან განდგეს გული მისი“.

(იერ. 17:5)
Post #556 312
„თქვენ ტაძარშიც ისე იქცევით, როგორც სავაჭროზე და როდესაც თვით ღმერთი საუბრობს, არა მხოლოდ დუმილით არ ისმენთ მის სიტყვებს, არამედ სრულიად სხვა საკითხებზე ლაპარაკობთ. ნეტავ მხოლოდ თქვენს საქმეებზე მაინც საუბრობდეთ, მაგრამ არა — თქვენ მსჯელობთ და უსმენთ იმას, რაც საერთოდ არ გეხებათ. აი, სწორედ ამის გამო ვტირი და არ დავცხრები ტირილად!“

წმ. იოანე ოქროპირი.
Post #555 293
Post #552 327
„ყველაფერზე მეტად დააფასეთ ერთსულოვნება ოჯახში. ყველაფერი აკეთეთ ისე და მიმართეთ იმისკენ, რომ მეუღლეობაში მუდმივად შეინარჩუნოთ მშვიდობა და სიწყნარე. მაშინ ბავშვებიც მიბაძავენ მშობელთა სათნოებებს და აყვავდება მთელს ოჯახში სათნოება, და ყოველ საქმეში იქნება კეთილშემწეობა“.

წმ. იოანე ოქროპირი
Post #551 305
„არიან გზანი, რომელნი მართალ საგონებელ არიან წინაშე კაცთა, ხოლო უკუანაჲსკნელი მათი ჰხედავს ფსკერსა ჯოჯოხეთისასა.”

წიგნი სიბრძნისა სოლომონისა, 16,25.
Post #550 284
„...მიხსნენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქ­ციენ გულნი ჩვენნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუ­თი­ერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღმიხილენ თვალნი ჩვენნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩვენნი კე­თი­ლად განსჯად საქმეთა სულისა ჩვენისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩვენსა შენდამი სიყვარულისა და მომაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა...“

ყოვლადწმიდა სამებისადმი ლოცვიდან
Post #549 262
„ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა უდაბნოსჲა მოყუარესა, მერცხალსა ტკბილად მხმობარესა და იადონსა ჴმა_შუენიერსა, ნათლის_მცემელსა ქრისტესსა ლმობიერად შეუვრდეთ მორწმუნენო, რაჲთა გვითხოვოს ქრისტესაგან მოტევებაჲ ცოდვათა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.“
Post #548 233
წლითიწლად ჩვენ ვუახლოვდებით სიკვდილს, ჩვენი საუკუნო ხვედრის გადაწყვეტას. და თუ წლიდან წლამდე ჩვენი კავშირი ღმერთთან არ ხდება უფრო მჭიდრო, რწმენა - მტკიცე, ხოლო მიჯაჭვულობა წუთისოფლისადმი - უფრო სუსტი, ესე იგი, ცუდად ვემზადებით ამ ნაბიჯისათვის.“

მღვდელ-მონაზონი სერეფიმე (როუზი)
Post #547 246
„როცა ადამიანი დგას უფსკრულის პირას, ადვილია უბიძგო მას და იგი გადაიჩეხება. ხოლო, როცა მოშორებით დგას, უნდა ათრიო იგი უფსკრულისაკენ, ამასობაში კი მას შეუძლია უხმბოდეს საშველად. ამიტომაც არის, ყოველთვის გვირჩევენ მოვშორდეთ იმ ადგილებს, სადაც ადვილია ცოდვაში ჩავარდნა.“

ღირსი იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)
Post #546 249
„ერთხელ, აბბა პიმენ დიდთან მოვიდა შორიდან ბერი, რათა მოესმინა მისი დარიგებები. მოსულმა დაიწყო საუბარი ამაღლებულსა და ძნელად მისაწვდომზე. ღირსი მამა შებრუნდა მისგან და დუმდა. გაოცებულ ბერს აუხსენს, რომ აბბა პიმენს არ უყვარს საუბარი ამაღლებულ საგნებზე. მაშინ ბერმა დაუწყო მას კითხვების დასმა ვნებებთან ბრძოლაზე. წმიდა მამა მობრუნდა მისკენ მხიარული სახით: „აი ახლა კეთილად თქვი და მე გიპასუხებ შენ“. იგი დიდხანს ესაუბრებოდა სტუმარს, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვნებებს და ვძლიოთ ისინი.“

(აბბა პიმენის ცხოვრებიდან)
Older posts →

About this channel

How can I read @dekandriakemu without a Telegram account?
TGViewer shows the public web preview Telegram publishes for დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი: recent posts, photos, videos and the subscriber count, with no app, login or account.
How many subscribers does დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი have?
დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი (@dekandriakemu) has 210 subscribers on Telegram, refreshed roughly every 30 minutes.
Does დეკ. ანდრია კემულარია - პირადი გვერდი know I viewed it here?
No. Public channel previews carry no viewer identity, and TGViewer has no accounts or tracking of what you look up.
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →