უკვე მესამედ ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს ელექტროსისტემა სრულად გაითიშა.
განცხადებაც გაკეთდა, შესაძლო დივერსიის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთო.
მე მაგალითად სულ სხვა რამ მადარდებს. გასაგებია არაფერი კარგი რომ არ ხდება . გასაგებია რომ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ დავიწყებ სხვებივით სპეკულირებას იმაზე, ეს ვინმეს მიზანმიმართული საბოტაჟია, თუ დაუდევრობის და ავარიის შედეგი.
მე იმაზე მეფიქრება, რომ ფაქტია, საქართველოს ელექტროსისტემას აქვს რაღაც ისეთ სუსტი წერტილი, რომელზე ზემოქმედებაც მთელ ქვეყანას თიშავს. დაუშვათ არაა საბოტაჟი. მაინც ხომ ისეთი სიტუაცია გვქონია ახლა რაც თავისით გაფუჭდა და მთელი ქვეყანა ჩააბნელა. მომავალში რომ მაგ კრიტიკულ წერტილზე ვინმემ ქირურგიული სიზუსტის დარტყმა მოახდინოს იგივე შედეგია ხომ?
ანუ ქვეყნის ენერგოსისტემის არქიტექტურა რატომაა აწყობილი ისე სისტემურ დონეზე რომ რაღაც კონკრეტულ G წერტილში რაღაც მოუვიდა და ყველაფერს დედა აქვს ნატირები? ესაა მთავარი კითხვა.
თორემ ავარიასაც ეშველება და დივერსიასაც........
დებილობას რა ეშველება .....
Post #5635
2.2K

- 👍 113
- 👏 2
- 🤔 1