უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ 139 ხმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პეტერ მადიარს საპარლამენტო იმუნიტეტი შეუჩერა, რომლის მიმართაც შესაძლოა, ქურდობის ბრალდებით გამოძიება დაიწყოს.
უნგრული მედიის თანახმად, ევროპარლამენტის 2024 წლის არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ, 21 ივნისს, ბუდაპეშტის ღამის კლუბ "ოტკერტში" მადიარი კამათში ჩაება მამაკაცთან, რომელიც ვიდეოს უღებდა. მადიარმა მოულოდნელად ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და მოგვიანებით მდინარე დუნაიში გადააგდო. ტელეფონი წყლიდან მყვინთავების დახმარებით ამოიღეს.
მადიარმა თავისი ფრაქციის წევრებს სთხოვა, მისთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ. მან განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და იმას, რაც მაშინ გააკეთა, კვლავაც გააკეთებდა.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #9905
78
