სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
ახმეტის - თელავის - ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
სოფელ კასრისწყალში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და უახლოეს პერიოდში, მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებების მოგვარებაზე შეთანხმდნენ - შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #9763
96







