ალბანეთში, ტირანაში მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 120 პოლიციელი, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დემონსტრანტთა მხრიდან პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნების სროლისა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #11041
83
