გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 462 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 232 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 460 კგ-ს გადააჭარბა."
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #10915
85
