ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 27 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ირანზე პრევენციული დარტყმის განხორციელების მომხრე არ არის.
არმიის რადიოსთან (Army Radio) ინტერვიუში ნეთანიაჰუმ უარყო პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებები, თითქოს ის არჩევნების წინ სამხედრო ესკალაციას ცდილობს. ამასთან, მან თეირანი და მისი მოკავშირეები მკაცრად გააფრთხილა, რომ ისრაელზე თავდასხმას არ შეეცადონ.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #10870
52
