TGViewer
Rustavi 2 Rustavi 2 @rustavi2_news · 2.65K subscribers
Post #10612 58
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი კირვალიძის ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. საქმე ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა.

სასამართლომ გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ, მიმდინარე წლის 24 ივნისს აღნიშნული საქმის განხილვისას, რა დროსაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
More from @rustavi2_news
  1. Oct 9, 2026🌠 10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის. 🔗 rustavi2.ge | Facebook…
  2. Oct 9, 2026ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა თურქმენეთში დახურული შეხვედრა გამართეს…
  3. Oct 9, 2026ინდონეზიაში გაჩენილი მასშტაბური ტყის ხანძრების შედეგად წარმოქმნილი კვამლისა და ჰაერის მკვე…
  4. Oct 9, 2026სააკაშვილი: "სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატა…
  5. Oct 9, 2026დონალდ ტრამპის დავალებით, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) დღესვე გასცემს დროებით…
  6. Oct 9, 2026დონალდ ტრამპი: "ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან,…
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →