ავიაკომპანია flydubai-ს მეორე პილოტმა, რომელმაც გასულ კვირას, თვითმფრინავის ჩამოგდების მიზნით კაპიტანი დაჭრა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების გამომძიებლებს განუცხადა, რომ თავდასხმას ავიაკომპანიაში დასაქმებამდე გეგმავდა.
ისრაელის ოფიციალური პირებისა და გამოძიებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ომანის მოქალაქეს რეისის თელ-ავივთან მდებარე ბენ-გურიონის აეროპორტში ჩამოგდება სურდა. საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში მან თელ-ავივის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შეასრულა და მაშინაც თვითმფრინავის გატაცებასა და ჩამოგდებას აპირებდა, თუმცა ბოლო წამს გადაიფიქრა, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ ბორტზე ნაცნობი მგზავრი შენიშა.
🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
Post #10281
39
