TGViewer
Rustavi 2 Rustavi 2 @rustavi2_news · 2.67K subscribers
Post #10064 65
"1 ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ.

14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა. სწორედ მისმა პირადმა პასუხისმგებლობამ, თავგანწირვამ, პრინციპულობამ და ლიდერობამ შექმნა შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილება არჩევნების გზით განხორციელებულიყო.

"ქართული ოცნებისთვის" ბიძინა ივანიშვილის როლი 1 ოქტომბერს არ დაწყებულა. მრავალი წლის განმავლობაში მის მიერ არაერთი საქვეყნო საქმე გაკეთდა, ეს დღემდე გრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ეს ჩვენ ქვეყანას დასჭირდება. ჩვენი გუნდი კი სწორედ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ქვეყნის სუვერენიტეტის, მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის პოლიტიკას განსაზღვრავს.

როდესაც 1 ოქტომბერს ვიხსენებთ, ჩვენთვის ეს არის მადლიერების დღეც იმ ადამიანების მიმართ, ვინც მაშინ საკუთარი სწორი არჩევანი გააკეთა.

🔗 rustavi2.ge | Facebook | YouTube | Instagram
More from @rustavi2_news
  1. Oct 1, 2026🌠 2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის. 🔗 rustavi2.ge | Facebook…
  2. Oct 1, 2026ARD-Deutschlandtrend-ის გამოკითხვის მიხედვით, მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა ან სრულიად უკ…
  3. Oct 1, 2026აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელიც სარკინიგზო და საავტომობილო სექტო…
  4. Oct 1, 2026საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებულ…
  5. Oct 1, 2026რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებს დ…
  6. Oct 1, 2026"თბილისობასთან" დაკავშირებით, ოქტომბრის 01:00 საათამდე საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება…
Threads Profile ViewerView any public Threads profile without an account.Open ThreadLook →Writing with AI? Make it sound human.Metric37 rewrites AI drafts so they read naturally. Free AI detector, 1,500 words free.Try Metric37 →